info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ლაშა ბექაურის საზეიმო დახვედრა და დაჯილდოება

2021 წლის 6 ივლისს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მცხეთის „მარანი ჰოლში“ გაიმართა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საზეიმო დახვედრა და დაჯილდოება
მთავარი პრიზი, ქართველ ჩემპიონს კომპანიისგან „კია“ გადაეცა, რომელმაც ბექაურს 2021 წლის Kia ProCeed GT გადასცა.
ჩემპიონს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა სოლიდური პრიზები გადასცეს, ფონდის პარტნიორმა ლიდერბეთმა ბექაურს ფულადი ჯილდო გადასცა.
საღამოს მედიის, სპორტის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფონდის სახელით, ქართული სპორტის სიამაყეს, ლაშა ბექაურს ვუსურვებთ წარმატებას სპორტულ კარიერაში და მასთან ერთად, ჩვენს ქართველ მოასპარეზეებს ვუსურვებთ პირველობას მიმდინარე ოლიმპიადაზე.

2021 წლის 6 ივლისი.

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: