გაცნობითი სახის შეხვედრა ამერიკის შეეთებული შტატების საელჩოსთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებსა და საქართველოში ამერიკის შეეთებული შტატების საელჩოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი შალვა გოგოლაძე და ფონდის სხვა წარმომადგენლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ფონდსა და ამერიკის საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ კი, ამერიკის საელჩოს სახელით, მზადყოფნა გამოთქვა ფონდთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის, ასევე გაუზიარა ინფორმაცია ფონდის წარმომადგნელებს ამერიკის საელჩოს ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ფონდის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს რაგბის ეროვნული ნაკრების აქსესუარების სახით.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.