info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფონდის დაფინანსებით წიგნი „მარადიული თამაშები“ გამოიცა

ფონდის დაფინანსებით წიგნი „მარადიული თამაშები“  გამოიცა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით წიგნი „მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“  გამოიცა.

წიგნი ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილეს უკავშირდება და  1952 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების შესახებ მოგვითხრობს.

წიგნში, რომლის ავტორიც სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა, თავმოყრილია ჩანახატები სამი ქართველ ლეგენდარული ჩემპიონის დავით ციმაკურიძის, მედეა ჯუღელისა და რაფაელ ჩიმიშკიანის შესახებ. წიგნი ძალოსნობაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს,   რაფაელ ჩიმიშკიანს ეძღვნება, მას წელს 93 წელი შეუსრულდა.

„მარადიული თამაშები“-ს პრეზენტაცია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდში გაიმართა, სპორტულ ჟურნალისტებსა და სფეროს წარმომადგენლებს წიგნი ფონდის პრეზიდენტმა და წიგნის ავტორმა წარუდგინეს.

 

„ჩვენ ვუფრთხილდებით რა ქართული სპორტის წარსულს, ერთად ვაშენებთ მომავალს. ფონდში გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი საჩუქარი გაგვეკეთებინა, როგორც ჩვენი სახელოვანი სპორტსმენებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და მომავალი თაობისთვის.  დარწმუნებული ვარ,  ეს იქნება სამაგიდო სახელმძღვანელო ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თუ რამხელა ტრადიციების მატარებელია ქართული სპორტი.“ – განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ლაშა გოდუაძე წიგნზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, მასალები მოიცავს უნიკალურ, დღემდე უცნობ ფოტოებსა და მონაცემებს.

„წელს 70 წელი სრულდება ჰელსინკის ოლიმპიური თამაშებიდან, სადაც ქართველი სპორტსმენების დებიუტი შედგა უდიდეს სპორტულ ფორუმზე. სამი მათგანი ჩემპიონიც გახდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს ქართლი სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. – განაცხადა წიგნის ავტორმა ლაშა გოდუაძემ.

2022 წლის 31 მაისი

Share :