ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა
ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად დანიაში თამაშობს და თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დანიურ კლუბებში მოხვედრის ხელშეწყობაა.
დავით ხოჭოლავა ფონდის მეორე ელჩია. პირველი ზაზა ფაჩულია იყო.