info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

RDYE პროექტის მესამე საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი რუსთავში

RDYE პროექტის მესამე  საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი რუსთავში
მთლიანობაში პროექტმა უკვე მოიცვა 18-ივე მუნიციპალიტეტი, სადაც ჩატარდა 56 ტრენინგი და გადამზადდა 700-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა.
 სასწავლო ცენტრ”მოდუსთან” და “რუსთავის ინოვაციების ჰაბთან” თანამშრომლობით RDYE პროექტის ფარგლებში უკვე სამი სამეწარმეო ტრენინგი ჩატარდა, რომელთაც გენო იმერლიშვილი და მიხეილ ლობჟანიძე უძღვებოდნენ.
 RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
 სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირებულ დანარჩენ ახალგაზრდებთან დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”
(RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
 პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
2022 წლის 29 სექტემბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: