info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საფეხბურთო კლუბ “ვალენიას” ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და  საფეხბურთო კლუბ “ვალენიას” ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და  საფეხბურთო კლუბ “ვალენიას” ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით საქართველოში ესპანური საფეხბურთო კლუბის “ვალენსიას” აკადემიის დირექტორი ჩამოვიდა.  მარკო ოტერო თბილისს ქართულ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და „ვალენსიას“ თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. საქართველოში ჩამოვიდა უკვე ესპანური კლუბის წარმომადგენელიც, რომელიც „საბურთალოში“ იმუშავებს.

დღეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდში ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. „ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს, კლუბ საბურთალოს და ქართულ ფეხბურთს მთლიანად. ეს არ არის მარკენტინგული პროექტი. „საბურთალოსთან“ თანამშრომლობის მიზეზი, პირველ რიგში იყო ბატონი ტარიელის დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ და სურვილი გაეკეთებინა კარგი საქმე ქვეყნისთვის. მნიშვნელოვან შედეგებს ველოდებით“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “ვალენსიას” აკადემიის დირექტორის მარკო ოტერომ.

ხელშეკრულება ქართულ და ესპანურ კლუბებს შორის იანვარში, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაფორმდა. პროექტი გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. იგეგმება კლუბ „საბურთალოს“ მწვრთნელებისა და ნიჭიერი ბავშვების ესპანეთში გამგზავრებაც.  ორ კლუბს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სოციალური სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით  მთელს ქვეყანაში აღმოჩენილი ნიჭიერი ბავშვები თბილისში უფასოდ იცხოვრებენ და კლუბ „ვალენსია“-ს  პროგრამით ივარჯიშებენ. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერაა. „ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი დავიწყეთ. ფონდის მეშვეობით  „საბურთალოს“ შესაძლებლობა ეძლევა უკეთესად განვითარდეს. „საბურთალოსა“ და „ვალენსიას“ შორის უკვე არის შეთანხმება, რომელიც მოიცავს როგორც პროფესიული კლუბების განვითარებას, მწვრთნელების, მენეჯმენტის გაცვლას, ასევე აკადემიის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევა, შემდეგ მათ მიეცემათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ივარჯიშონ და განავითარონ საკუთარი ნიჭი. ასეთი პროექტები, ხელს უწყობს ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, შემდგომში ჩვენი ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების გაძლიერებას.“ – განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ვალენსიას“ წარმომადგენლები სერხიო ჩულვი საქმიანობას უკვე შეუდგა.

2022 წელი 25 მარტი

Share :