ფონდის შესახებ
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის შექმნის ინიციატივა ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის გუნდს ეკუთვნის, რომელთან ერთადაც 2015-2017 წლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, კოორდინაციას უწევდა ქვეყანაში სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას. ტარიელ ხეჩიკაშვილი ახლა ფონდის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ფონდის მთავარი აქცენტია კერძო ინვესტიციების მიზანმიმართული გამოყენება, რაც გულისხმობს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული აქტორების რესურსების გაძლიერებას და შევსებას. შესაბამისად, ჩვენი მისიაა გამოწვევების გამოვლენა და ინვესტიციებისა და თანაინვესტიციების საშუალებით მათი აღმოფხვრა დღეს ბიზნესის და ორგანიზაციების რესურსები სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სფეროებში ნაკლები სისტემურობით და ორგანიზებულობით ხასიათდება, შესაბამისად უკუკავშირი შედეგებზე ორიენტირებული არ არის. ჩვენი ორგანიზაცია შეასრულებს დამაკავშირებელ როლს კერძო სექტორის რესურსის გენერირებისა და განაწილების პროცესში, რათა უზრუნველვყოთ კერძო ორგანიზაციების ეკომეგობრული ბიზნეს სივრცის შექმნა, სადაც: - გაფართოვდება ორგანიზაციების ინტერესები, მისია, ხედვა, მიზნები, ამოცანები; - მიღებული უკუკავშირი აისახება ორგანიზაციის ხარისხზე; - ხარისხი გაზრდის სარგებლის რაოდენობას; - მხარი დაუჭიროს მედიის როლის გააქტიურებას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებაში;
ფონდის მიზნები
დღევანდელი მდგომარეობით, სპორტის პოლიტიკა და კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას, განახლებას და მიმდინარე საჭიროებებზე მორგებას, ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს სჭირდებათ ერთიანი სივრცე, სადაც შეძლებენ თავიანთი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარებას, ტურიზმის ინტეგრაცია ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოახდენს დადებით გავლენას. ამ პროცესში ფონდის მთავარი მიზნებია: - განავითაროს თანამშრომლობა სპორტისა და სპორტული ტურიზმის სფეროში, რათა ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას; - განახორციელოს სპორტული ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები/ სპორტული ტურიზმის მენეჯმენტი; - ხელი შეუწყოს სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას; - ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში და მათ ჩართვას საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებსა და პროექტებში; - სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; - ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სპორტული ღონისძიებების, ტურნირების მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გრძელვადიან ეფექტს მოახდენს მოსახლეობაზე და ხელს შეუწყობს ადგილობრივ კულტურას; - ხელი შეუწყოს სპორტული ტურიზმის ახალი სივრცეების პოპულარიზაციას; - გააძლიეროს სპორტში ან სპორტულ ტურიზმში ქალი სპორტსმენების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით; - მხარი დაუჭიროს მედიის როლის გააქტიურებას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებაში;
Working with exertion team was a pleasure. They balanced the architectural vision and the project realities beautifully, had a deep understanding of our priorities, and operated responsively and professionally to all matters.