info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე დასრულდა.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე დასრულდა.
დღეს, 9 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე დასრულდა.
 საქართველოს სახელით -81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობა მიიღო ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც დღე ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში პირველად დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გახლავთ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ვიცე პრეზიდენტი შალვა გოგოლაძე იმყოფებოდნენ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში და გულშემატკივრობდნენ ქართველ სპორტსმენებს. მათი ვიზიტი ტაშკენტში იღბლიანი აღმოჩნდა,რადგანაც შეჯიბრების მეოთხე დღე ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.
 მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე დღეს ტატამზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.-90 კგ კატეგორიაში ხვალ ორი ქართველი სპორტსმენი,ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე,იბრძოლებს ოქროს მედლისთვის.
2022 წლის 9 ოქტომბერი.
Share :