info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

კოკა-კოლას თასი 2021

კოკა-კოლას თასი 2021
2021 წლის 31 ოქტომბერს “ბენდელას” სახელობის სტადიონზე „კოკა-კოლას თასის“ ფინალური მატჩი გაიმართა. გამარჯვებულის თასი კი ესპანურ გუნდს „ვალენსია“ გადაეცა.
საერთაშორისო ტურნირს – „კოკა-კოლას თასი“ 26-31 ოქტომბერს „ბენდელას“ სახელობის სტადიონი მასპინძლობდა.
15 წლამდელთა შორის ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ქვეყნების გუნდებმა, როგორებიცაა :
 საქართველო – „საბურთალო“;
 ესპანეთის სამეფო – „ვალენსია“;
 არაბთა გაერთიანებული საამიროები (ემირატები) „ბარსელონას აკადემია“;
 უკრაინა – „შახტარი“;
 უზბეკეთი – „ბიუნიდკორი“;
 ყაზახეთი – „კასპი“;
მატჩის დასრულების შემდეგ გუნდები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს შემდეგმა კომპანიებმა:
– სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი
– კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
– კომპანია „ლიდერბეთი“
– საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
– კომპანია „ავერსი“
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, კომპანია „ლიდერბეთთან“, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“ და კომპანია „სპორტ-სოლუშენთან“ თანამშრომლობით.
ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მრავალი პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: