info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ჩვენი უბნის სტარტები

ჩვენი უბნის სტარტები

თბილისში 28 მაისს სტარტი აიღო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის კიდევ ერთმა მასშტაბურმა პროექტმა. „ჩვენი უბნის სტარტების“ პირველი ღონისძიება მზიურის პარკში გაიმართა.

სხვადასხვა გასართობ-სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა 250-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. რიგით მსურველებთან ერთად პირველ შეჯიბრზე დედაქალაქის 10-მდე სკოლა იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილემ მიიღო „ჩვენი უბნის სტარტების“ სიგელი, სკოლებს კი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სპორტული ინვენტარი გადასცა საჩუქრად.

„ჩვენი უბნის სტარტები“  არის პროექტი, რომელშიც ასობით ბავშვი ჩაერთვება და თბილისის ათ სხვადასხვა უბანში.  პროექტის ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაცია.

დედაქალაქში წინასწარ შერჩეულ სტადიონებზე დამონტაჟდება სპეციალური ინფრასტრუქტურა და ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში შეეჯიბრებიან. მონაწილეობის მიღებას შეძლებს  4-15 წლამდე ყველა მსურველი. ღონისძიებაში ჩართული ყველა ბავშვი მიიღებს სიგელს.

პროექტის მიზანია პანდემიის შესუსტების შემდეგ მოზარდებს მიეცეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და ერთად მეტი დრო გაატარონ.

თბილისის შემდეგ „ჩვენი უბნის სტარტების“ ივლის-აგვისტოში უკვე ბათუმში გაიმართება.

 

2022 წლის 30 მაისი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: