info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
სიახლეები
ვიზიტი დაბა ფასანაურის ახალი სპორტული კომპლექსის ძიუდ0ოს აკადემიასა და საფეხბურთო კლუბში “არაგველები”
ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი დაბა ფასანაურის ახალი სპორტული კომპლექსის ძიუდოს აკადემიასა და საფეხბურთო კლუბში “არაგველები” 2021 წლის 6 ნოემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაბა ფასანაურში მდებარე ახალ სპორტულ კომპლექსს ესტუმრა და მოინახულა ძიუდოს აკადემია. აკადემია მალე გაიხსნება და ფონდის პრეზიდენტმა გამოხატა მზაობა დაეხმაროს მუნიციპალიტეტს დარბაზის ინვენტარით აღჭურვაში და ბავშვებს შესაბამისი სპორტული […]
საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრების დაჯილდოვება
2021 წლის 21 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრების დაჯილდოვების ცერემონია. მსოფლიო ჩემპიონებს სპეციალური პრიზები სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდთან და იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენიცურ სამსახურთან ერთად გადასცა ქართველმა მოჭადრაკემ, დიდოსტატმა, ნონა გაფრინდაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრებმა 13-14 ოქტომბერს გამართულ მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება […]
მემორანდუმი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან
2021 წლის 15 ოქტომბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან. მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.
ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია ონლაინ ჭადრაკში
საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია ონლაინ ჭადრაკში. 2021 წლის 13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა . ჩემპიონატში მონაწილე 43 გუნდიდან ქალთა 5 და არასრულწლოვანთა 3 გუნდი გახლდათ. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის […]
მემორანდუმი საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან
2021 წლის 14 ოქტომბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან. მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა მოაწერეს ხელი. შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება. 2021 წლის 14 ოქტომბერი.
ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილის ინტერვიუ პირველი არხის გადაცემაში “ტაიმაუტი”
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტის, ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილის ინტერვიუ პირველი არხის გადაცემაში “ტაიმაუტი”. ინტერვიუ შეეხო ფონდის დაარსების იდეას, მიმდინარე საქმიანობას და საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგარდობის განვითარების სამომავლო გეგმებს.
საერთაშორისო შეკრება კარატეში
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით, 2021 წლის 23 სექტემბერს კარატეში საერთაშორისო შეკრება გაიმართა. ღონისძიებაში 7 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. აღნიშნული შეკრება ნოემბერში დაგეგმილი, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებას წარმოადგენს. შეკრების მონაწილეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს კარატეს […]
მემორანდუმი ფონდსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO)
2021 წლის 16 სექტემბერს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ფონდსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) შორის. მემორანდუმის თანამშრომლობის სფეროები მოიცავს: თანამშრომლობის გაძლიერებას სპორტისა და სპორტული ტურიზმის სფეროებში მდგრადი განვითარებისა და გაეროს SDG მიზნების მიღწევისთვის; სპორტული ტურიზმის განვითარებას ფიზიკურ აქტივობებში ჩართვისა და ურთიერთობების […]
თანამშრომლობის მემორანდუმი ფუტსალის გუნდ, ა(ა)იპ „ჯორჯიანსთან“
14 სექტემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ფუტსალის გუნდთან, ა(ა)იპ „ჯორჯიანსი“. მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო „ჯორჯიანსის“ მხრიდან, პრეზიდენტმა აკაკი გვალიამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყანაში ფუტსალის განვითარებას და პოპულარიზაციას. აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ბავშვების გუნდები უფასოდ გაივლიან მომზადებას და საწვრთნელ შეხვედრებს ფუტსალში. […]
პირველი სამუშაო შეხვედრა ახალ სამუშაო გარემოში
13 სექტემბერს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ახალ სამუშაო სივრცეში. გვადევნეთ თვალი და დაელოდეთ სიახლეებს. 2021 წლის 13 სექტემბერი.