სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მხარს უჭერს 3.5-წლიან პროექტს „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რომელსაც „მერსი ქორფს საქართველო“ ახორციელებს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით.
პროექტი 18 სამიზნე მუნიციპალიტეტს ფარავს და 1500-ზე მეტ 18-35 წლის ასაკის ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ პროგრამაში, განივითარონ სამეწარმეო უნარები ტრენინგების მეშვეობით და მიიღონ არსებული ან ახალი საწარმოს დაფინანსების შესაძლებლობა.
RDYE პროექტის 2-დღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები უკვე დაიწყო და პირველი სამი ტრენინგი ბორჯომში ჩატარდა.