info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის სასკოლო ლიგის თამაშები დასრულდა.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის სასკოლო ლიგის თამაშები დასრულდა.
აჭარის სასკოლო ლიგამ, რომელიც 17 ნოემბერს დაიწყო, ხელი უნდა შეუწყო სასკოლო სპორტის განვითარებას, ნიჭიერი მოზარდების წარმოჩენას, ფიზიკური აქტივობის ზრდასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
 პროექტი, რომელსაც სპორტის ტურიზმისა და ახლაგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ახორციელებენ, საპილოტე ფორმატისაა.
 აჭარის სასკოლო ლიგა სასკოლო სპორტის შუა საფეხურს მოიცავს და მასში საჯარო და კერძო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.ტურნირში ჩართული იყო აჭარის რეგიონის 40 სკოლის 700 მდე მოსწავლე.
 პროექტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
აჭარის სასკოლო ლიგას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო სპორტის განვითარებაში კერძო სექტორის აქტიური ჩართვა.
 ამ ეტაპზე, გოგონებსა და ვაჟებს შორის თამაშები სპორტის ოთხ სახეობაში – მინი ფეხბურთში, 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნურ გეზრბენში გაიმართა.
 2022 წლის 14 დეკემბერი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: