info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეხვედრა საქართველოში მერსი ქორფსის მისიის ხელმძღვანელთან, ირაკლი ქასრაშვილთან

შეხვედრა საქართველოში მერსი ქორფსის მისიის ხელმძღვანელთან, ირაკლი ქასრაშვილთან
2022 წლის 9 მარტს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოში მერსი ქორფსის მისიის ხელმძღვანელს, ირაკლი ქასრაშვილს და „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტის დირექტორს, უჩა ვარამაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთი მხრივ, გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე გაიმართა 3.5 წლიანი პროექტის – „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პრეზენტაცია, რომელსაც მერსი ქორფსი ახორციელებს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADC) დაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების (18-დან 35 წლამდე) სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტი ხელს შეუწყობს მინიმუმ 1,500 ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს (ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს) განავითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 50 მდგრადი, ახალი და/ან არსებული, ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო.
პროექტი განხორციელდება საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში, შემდეგი ოთხი რეგიონიდან:
– ქვემო ქართლის რეგიონი;
– სამცხე-ჯავახეთის რეგიონი;
– შიდა ქართლის რეგიონი;
– მცხეთ-მთიანეთის რეგიონი.
  შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოზე.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2022 წლის 9 მარტი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: