info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელდება

ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელდება
ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელდება.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საახალწლოდ ფონდის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრნენ და არასრულწლოვნებს მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა და კრივის ინვენტარი გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს, პენიტენციურ სისტემაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა, პატიმრების სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვაზე და მათ რესოციალიზაციაზე.
ამ პროცესში ფონდი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს პენიტენციურ სამსახურს და დაწესებულებებს ამარაგებს სპორტული ეკიპირებით და ხელს უწყობს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებსა და სპორტულ აქტივობებში.
რესოციალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში ასევე, სახელოვანი ვეტერანი მორაგბე, მამუკა გორგოძე ესტუმრა არასრულწლოვანთა დაწესებულებებს და მათ საჩუქრებსაც დაჰპირდა. საახალწლოდ კი, დაპირებისამებრ ყველა არასრულწლოვანს რაგბის ეროვნული ნაკრების მაისურები გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.
2022 წლის  4 იანვარი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: