„ფოტოფინიში 2021“ ვაკის პარკში 18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით მასპინძლობს დამთვალიერებელს.
პროექტის “ფოტოფინიში 2021” ფარგლებში წარმოდგენილია 6 ქართველი სპორტის ფოტოგრაფის უნიკალური ფოტოარქივი, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატების ისტორიებს ასახავს.
სპორტის ფოტოგრაფების პირადი არქივებიდან შეგროვდა 100-ზე მეტი ისტორიული ფოტო, 1992 წლის ბარსელონას თამაშებიდან ტოკიოს 2020 წლის თამაშების ჩათვლით.
გამოფენაზე წარმოდგენილია 6 ფოტოგრაფის ნამუშევარი:
პაატა ნაცვლიშვილი
ალექსანდრე კოტორაშვილი
ავთანდილ გურასაშვილი
გიგა გურასაშვილი
ლაშა კუპრაშვილი
თამუნა ყულუმბეგაშვილი
შუაგულ ვაკის პარკში დიდ ფორმატზე დაბეჭდილი უნიკალური კადრების ნახვის საშუალება პარკის ყველა სტუმარს 1 კვირის განმავლობაში, 18 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ექნება.
გამოფენას წარმოგიდგენთ სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოება. პროექტი განხორციელდა სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდასჭერით.