თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოსთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოსთან.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ახალგაზრდული საბჭოს მხრიდან თავმჯდომარემ, ნინო წულაიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და საბჭო ერთობლივად შეუწყობს ქვეყანაში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროცესის ხელშეწყობას, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, დაიგეგმება საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი და სხვა მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.