info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია ონლაინ ჭადრაკში

ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია ონლაინ ჭადრაკში
საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია ონლაინ ჭადრაკში.
2021 წლის 13-14 ოქტომბერს, 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში.
ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა .
ჩემპიონატში მონაწილე 43 გუნდიდან ქალთა 5 და არასრულწლოვანთა 3 გუნდი გახლდათ.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სრულად დააფინანსა საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები.
პრიზიორებისთვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.
აღსანიშნავია, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება.
2021 წლის 13-14 ოქტომბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: