თანამშრომლობის მემორანდუმი ფუტსალის გუნდ, ა(ა)იპ „ჯორჯიანსთან“
14 სექტემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ფუტსალის გუნდთან, ა(ა)იპ „ჯორჯიანსი“.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო „ჯორჯიანსის“ მხრიდან, პრეზიდენტმა აკაკი გვალიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყანაში ფუტსალის განვითარებას და პოპულარიზაციას.
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ბავშვების გუნდები უფასოდ გაივლიან მომზადებას და საწვრთნელ შეხვედრებს ფუტსალში.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს „ჯორჯიანსს“, რასაც ყოველთვიური სახე ექნება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში გუნდი მიიღებს დამატებით ბონუსებს.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.