თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან
6 სექტემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულ მემორანდუმს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხრიდან ხელი პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან, დირექტორმა ნიკა ცხვარიაშვილმა მოაწერეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, სპორტული ეკიპირებით მომარაგებას, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობასა და მრავალ სპორტულ აქტივობას.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.