info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სოფელ ბოროთის სპორტულ სკოლას სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცა

სოფელ ბოროთის სპორტულ სკოლას სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცა
სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 23 ნოემბერს ესტუმრა ხარაგაულის რაიონის,სოფელ ბოროთის სპორტულ სკოლას და მათ სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცა.
 სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ყოველთვის მხარს უჭერს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას. ამ მიზნით ფონდმა სკოლას გადასცა ფიზიკური მომზადებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი.
 ფონდი აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სპორტული სკოლების ინვენტარით აღჭურვას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
2022 წლის 23 ნოემბერი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: