თანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან
2022 წლის 13 ოქტომბერს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით მხარეები ხელს შეუწყობენ რეგიონში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც გულისხმობს როგორც მასობრივი, აგრეთვე მაღალი მიღწევების სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.
მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროცესში, ეს კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითია კერძო და საჯარო სექტორს შორის ნაყოფიერი ურთიერთ თანამრომლობის.