22 წლის 12 ოქომბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მფლობელ კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფსა“ და ა(ა)იპ „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეების მიზანია აჭარის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და სასკოლო სპორტის განვითარება, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერებაში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, დამკვიდრება და განვითარება, ისეთი ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, Wondernet Express Investment Group განახორციელებს პირველ შენატანს 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაეხმარება ფონდს, რომ აჭარაში ჩამოაყალიბოს და შექმნას სასკოლო ლიგა, ბათუმში განახორციელოს პროექტი – „ჩვენი უბნის სტარტები“ და სხვა სპორტული აქტივობები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „Wondernet Express Investment Group”-ის დირექტორმა – მამუკა მურჯიკნელმა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“-ს პრეზიდენტმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო ქ. ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ბადრი ნაკაშიძე.