info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი “შტატი 51”-თან

მემორანდუმი “შტატი 51”-თან

2022 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ორგანიზაციასთან “შტატი 51”

მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების სპორტისა და სპორტული ტურიზმის ფარგლებში თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ამერიკული სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს 13:00 საათზე თბილისში, რიყის პარკში გაიმართება სპორტულ-კულტურული ფესტივალი „ამერიკული დღეები 2022“.

ფესტივალი ეძღვნება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში ამერიკული კულტურის, სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი ყველა ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის სპორტულ-კულტურული აქტივობა, მათ შორის:
➾ NBA-ის ლეგენდების თასის IV ეტაპი;
➾ მეჯიქ ჯონსონის სახელობის ტურნირი ქუჩის კალათბურთში 3X3;
➾ შეჯიბრი ქროსფიქთში;
➾ სთრონგმენების შეჯიბრი სიმძიმის აწევაში;
➾ საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში;
➾ ბეისბოლის პავილიონი და გოლფის სადემონსტრაციო კუთხე;
➾ ამერიკული ფეხბურთის კუთხე;
➾ შეჯიბრი ბრეიქდანსში;
➾ დრამ სქულის ბიგ ბენდის პერფორმანსი;
➾ ჰოლივუდის კინოაკადემიის კუთხე.

გამარჯვებულები და საუკეთესო სპორტსმენები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ღონისძიების დასასრულს გაიმართება ცნობილი ქართული ბენდების კონცერტი – Loudspeakers | Killages | 4D Monster Lobsters და ელექტრონული მუსიკის საღამო.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია ორგანიზაცია „შტატი 51“. ფესტივალს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ამერიკის სავაჭრო პალატა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: