info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია უკრაინელ ბავშვებსა და მათ ოჯახებს

კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია უკრაინელ ბავშვებსა და მათ ოჯახებს
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია მოაწყო. სასტუმრო აკვამარინში ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი უკრაინელ ბავშვებსა და მის ოჯახებს ეწვია და მათ საჩუქრები გადასცა. საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ხეჩიკაშვილმა უკრეინელ ბავშვებს სპორტული ინვენტარი და სასაჩუქრე ვაუჩერებიც დაურიგა.
ფონდი წელიწადნახევარია ფუნქციონირებს და მისი მთავარი მიზანი კერძო ინვენსტიციების მიზანმიმართული გამოყენებაა, რაც სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული რესურსების გაძლიერებას გულისხმობს. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები კი მომავალშიც იგეგმება.
2022 წლის 1 ოქტომბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: