კასპში წარმატებით დასრულდა RDYE პროექტის 3 საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკთან, კასპის პროფესიულ სასწავლო კოლეჯთან და ორგანიზაცია “კომლთან” თანამშრომლობით, RDYE პროექტის სამწარმეო ტრენინგებს კასპში ნათია ჟოჟუაშვილი და რუსუდან ბარნოვი უძღვებოდნენ.
RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირებულ დანარჩენ ახალგაზრდებთან დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”
(RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.