ხვალ ლისის ტბის მთავარ შესასვლელთან 17:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება წამახალისებელი გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ნებისმიერს მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
მონაწილე, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს აკაკი გაბიცინაშვილს, ნიკოლოზ რაზმაძეს ან თამარ მათითაშვილს, საჩუქრად მიიღებს JOOLA საქართველო-ს ჩოგნების ნაკრებს.
სულ რაღაც 16 დღეში, საქართველო მასპინძლობს World Table Tennis-ის ახალგაზრდულ სერიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 125 სპორტსმენი