RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები უკვე წალკაშიც დაიწყო
სამეწარმეო ტრენინგებს ორგანიზაცია “ეს წალკაა LAG” თანამშრომლობით მარინე ბერიანიძე და ციცინო გობაძე უძღვებიან.
RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
მათთან, ვინც საბაზისო სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირდა, დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.