info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“. ამჯერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ აღნიშნულ 2-დღიან ტრენინგს.
3,5-წლიანი პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი 18 სამიზნე მუნიციპალიტეტს ფარავს და 1500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ პროგრამაში, განივითარონ სამეწარმეო უნარები ტრენინგების მეშვეობით და მიიღონ არსებული ან ახალი საწარმოს დაფინანსების შესაძლებლობა.
შემდგომი ტრენინგები დაგეგმილია აგვისტოს თვეში და ჩატარდება ახალციხეში, გორსა და მცხეთაში.
2022 წლის 3 აგვისტო.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: