სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა პარტნიორობის მემორანდუმი HIGHLANDER Georgia-სთან გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების – სპორტული ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი სამთო ტურიზმისა და ეკომეგობრული სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.
HIGHLANDER Georgia-ს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტის GRETA ფარგლებში.