30 ივნისს საბურთალოს აკადემიის ბაზაზე – ბენდელას სახელობის სტადიონზე იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით „იტალიის საელჩოს თასის“ მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა.
ლოკომოტივის აკადემია
საბურთალოს აკადემია
გრანდი
სპაერი
გაიმართა ნახევარფინალური, ფინალური და მესამე ადგილის მატჩები.
ტურნირი საბურთალოს აკადემიის გამარჯვებით დასრულდა.
აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ფუტსალის განვითარებასა და ბავშვთა და მოზარდთა შორის სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რომელიც წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მიზანს.