1 ივნისს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით Sos ბავშვთა სოფელში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ბავშვებისთვის.
ღონისძიების მიზანი იყო Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის დღის გალამაზება,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და საჩუქრებით.
“ორბელიანი საქართველო”-სთან ერთად ამ ღონისძიებაში ჩაერთო: Glovo; Mondelez Georgia; KFC; ზედაზენი; სულაკაურის გამომცემლობა; მინისო; სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს Sos ბავშვთა სოფელთან მეგობრობას ყველა არსებული საშუალებით და ხელს შეუწყობს ბავშვების სოციალიზაციას.