სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ორ ორგანიზაციას შორის სხვადასხვა პროექტებში პარტნიორობას გულისხმობს.
პირველი ღონისძიება რომელშიც „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ფონდის მხარდამჭერი გახდა, უკრაინისთვის გამართული მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება გარბენი უკრაინისთვის • Run for Ukraine იქნება. კომპანია ღონისძიების გენერალური სპონსორია.