30-31 ივლისს თბილისში ტარდება 3×3 კალათბურთის ჩემპიონატი, კალათბურთის პოპულარიზაციისა და დონის ასამაღლებლად, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავრცელებლად.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს შ.პ.ს. “კრეატივ 2020” სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით.
ჩემპიონატში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ფედერაცია “სპორტი ყველასათვის” და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.