info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

საერთაშორისო შეკრება კარატეში

საერთაშორისო შეკრება კარატეში
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის დაფინანსებით, 2021 წლის 23 სექტემბერს კარატეში საერთაშორისო შეკრება გაიმართა.
ღონისძიებაში 7 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შეკრება ნოემბერში დაგეგმილი, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებას წარმოადგენს.
შეკრების მონაწილეები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ღონისძიებას სასტუმრო “ჰუალინგმა” უმასპინძლა.
2021 წლის 23 სექტემბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: