info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

პარტნიორობის მემორანდუმი

პარტნიორობის მემორანდუმი
2021 წლის 5 ივლისს სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ გაიმართა პარტნიორობის მემორანდუმის ხელმოწერა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და კომპანია „ლიდერბეთს“ შორის
მემორანდუმს ფონდის მხრიდან, ფონდის პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ლიდერბეთის მხრიდან, კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბატონმა ქართლოს დიასამიძემ მოაწერეს ხელი
კომპანია ლიდერბეთი დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას.
სწორედ ამიტომ, ლიდერბეთი ფონდის დაარსების ინიციატივაშიც უმთავრესი მხარდამჭერი აღმოჩნდა და 5 ივლისს აღნიშნული თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა პარტნიორობის მემორანდუმის ხელმოწერით
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა
დეგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად
ადევნეთ თვალი ჩვენს სიახლეებს და აქტიურად ჩაერთეთ საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობაში.
2021 წლის 5 ივლისი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: